გუდაუთის სამხედრო ბაზა
გუდაუთის სამხედრო ბაზა 2006 წელს.
გუდაუთაში, სადაც ბაზის ძირითადი ნაწილია განთავსებული, გარკვეული სამხედრო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობდა. გუდაუთის ბომბორას აეროდრომზე განთავსებული იყო საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზა.
გუდაუთის რუსული ბაზა იყო აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგობის ცენტრი საქართველოს სამთავრობო ძალებთან ბრძოლისას აფხაზეთის ომში, 1992-93 წლებში.
თანამგზავრის ჩანაწერებში ნათლად ჩანს, როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურა ამ ტერიტორიაზე ბოლო 15 წლის განმავლობაში.
გუდაუთის სამხედრო ბაზა 2009 წელს. 2009 წლის ივლის-აგვისტოში გადაღებულ სატელიტურ სურათებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ გუდაუთაში 100-ზე მეტი კარავია გაშლილი. ეს კარვები, სავარაუდოდ, სამხედროების საცხოვრებლად გამოიყენებოდა, ძველი ინფრასტრუქტურის განახლებამდე.
გუდაუთის სამხედრო ბაზა 2011 წელს.
2010 წელს, გუდაუთაში მობილიზებულია 1700 რუსი სამხედრო.
2011 წლის ოქტომბერში ბაზაზე უკვე ჩანს 30-მდე ახალი შენობა იმ ადგილებში, სადაც წინა წლების ფოტოებზე ტრიალი მინდორი და მეჩხერი ტყე იყო. მომდევნო წლებში შენობების რაოდენობა თანდათან იზრდება. ბაზას ემატება სტადიონიც. შესამჩნევია თავდაცვითი მიწათხრილები და საწვავის ავზების საცავები.
გუდაუთის სამხედრო ბაზაზე 2012 წლის მონაცემებით მუდმივად განლაგებული იყო მხოლოდ ოთხი ავიაგამანადგურებელი - ორი სუ-27 და ორი მიგ-29.
გუდაუთის სამხედრო ბაზა 2013 წელს.
გუდაუთის ბაზა 2018 წელს. ამ დროს უკვე დადასტურებულია, რომ გუდაუთის აღჭურვილობაში შედის S-300 ტიპის საზენიტო სისტემები.
გუდაუთის სამხედრო ბაზა 2021 წელს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აფხაზეთიდან სამხედრო ძალის და ტექნიკის ნაწილი უკრაინაში გაყავთ.
გუდაუთის სამხედრო ბაზა 2022 წელს - ესაა სატელიტის უახლესი ჩანაწერი, რაც Google Earth-ის სისტემაში ინახება.