კლინიკა "ავერსიდან" 3 პატიმარი გაიქცა - ინფორმაციას ადასტურებს საავადმყოფო

პენიტენციური სამსახურის მანქანა

კლინიკა "ავერსიდან", რომელიც თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს, სამი პატიმარი გაიქცა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს კლინიკის პრესსამსახურში, რომლის თანახმად, პატიმრები კვლევების ჩასატარებლად მიიყვანა საბადრაგო სამსახურმა.

კლინიკაში ამბობენ, რომ შემთხვევა დღეს, 1 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. პრესსამსახურში დეტალების დაზუსტება ვერ მოხერხდა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პენიტენციური სამსახური. უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.