ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის(CPJ) მონაცემებით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო 7 ოქტომბრიდან დაწყებული ომის შედეგად, უკვე დაიღუპა მედიის სულ მცირე 31 წარმომადგენელი. მათ შორის 26 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 7-30 ოქტომბრის პერიოდში დაიჭრა 8 ჟურნალისტი, კიდევ 9 კი დაკავებულია ან დაკარგულად ითვლება.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი იკვლევს მედიის წარმომადგენლების სავარაუდო დაღუპვის, დაჭრის, გაუჩინარების და დაკავების სხვა მრავალრიცხოვან ცნობებსაც.
საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჟურნალისტები არიან სამოქალაქო პირები, რომლებიც მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ და არ უნდა იქცნენ დაპირისპირებულ მხარეთა სამიზნედ.