აშშ-მა დაგმო ძალადობრივი და ანტისემიტური აქცია, რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში, სადაც 29 ოქტომბერს ბრბო შეიჭრა და თელ-ავივიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავს შეუქმნა საფრთხე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მეთიუ მილერის თქმით, ვაშინგტონი ინციდენტს გმობს. 30 ოქტომბერს მილერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აეროპორტზე შტურმის კადრებმა მას "პოგრომი" მოაგონა.
"რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საჯაროდ დაგმოს ეს ძალადობრივი პროტესტი, პასუხისმგებლობა დააკისროს მონაწილეებს და უზრუნველყოს ისრაელელების და ებრაელების უსაფრთხოება რუსეთში", - თქვა მილერმა.
ასევე ნახეთ ებრაელების დაღესტნური „პოგრომი“ - რუსეთის „რელიგიური ჰარმონიიდან“ „სისტემურ ანტისემიტიზმამდე“კრემლმა არეულობა დააბრალა "გარედან ჩარევას". პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მაჰაჩყალაში ანტისემიტური არეულობა "დიდწილად უკრაინის ტერიტორიიდან იყო შთაგონებული, დასავლეთის ქვეყნების აგენტურის გავლით".
უკრაინამ უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მანამდე გამოთქმული მსგავსი ბრალდება და განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს "პასუხისმგებლობა გადაიტანოს დაავადებული პირიდან ჯანმრთელზე". უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ოლეჰ ნიკოლენკო ფეისბუკით წერს, რომ მაჰაჩყალაში განვითარებული პროცესები "ასახავს რუსეთის ელიტებსა და საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ ანტისემიტიზმს".
ასევე ნახეთ რუსეთის ქალაქებში ისრაელის მოქალაქეებს უპირისპირდებიან, მათ სასტუმროებშიც ეძებენრუსეთის მხრიდან გამოთქმული ბრალდება უარყო აშშ-მაც. "გავეცანი მათ განცხადებებს უკრაინის დადანაშაულების თაობაზე. ისინი აბსურდულია", - უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს.