მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური ქირურგია, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა. ისინი ფინანსდებიან „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ონკოლოგიური პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით და ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წლის აგვისტოდან, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. 30 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით კი მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება.
ასევე ნახეთ ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო