ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ სააგენტო "როიტერსს" 30 ოქტომბერს უთხრა, რომ მისი ქვეყანა მუშაობს ღაზის ომში ჰუმანიტარული პაუზის მისაღწევად, რათა მოსახლეობას დახმარება მიეწოდოს.
"აქტიურად ვმუშაობთ ეგვიპტელებთან, ისრაელელებთან და სხვებთან, რათა შევეცადოთ ჰუმანიტარული პაუზის, დროებითი პაუზის მიღწევას იმისთვის, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს იმ ადამიანებამდე, ვისაც ის სჭირდება", - უთხრა კლევერლიმ "როიტერსს" აბუ-დაბიში ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში.
"[დახმარება] ცოტ-ცოტა შედის, თუმცა ჩვენ მისი მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდა გვჭირდება", - დასძინა მან.
ასევე ნახეთ ღაზის სექტორის სამხრეთში ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთი კოლონა შევიდა