ერდოანის მთავრობამ მოკრძალებულად აღნიშნა თურქეთის, როგორც სეკულარული რესპუბლიკის მე-100 წლისთავი

თურქეთში ზეიმობენ რესპუბლიკის გამოცხადების მე-100 წლისთავს

თურქეთში აღნიშნავენ თანამედროვე, სეკულარული რესპუბლიკის მე-100 წლისთავს. ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება, მასშტაბური სამთავრობო მიღების გარეშე.

ამ თარიღის მოკრძალებულად აღნიშვნამ უკმაყოფილება გამოიწვია თურქეთის მოქალაქეთა ნაწილში - მათში, ვინც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ხელისუფლება ცდილობს, ძირი გამოუთხაროს რესპუბლიკის დამფუძნებელი მამის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მემკვიდრეობას.

ეს მოქალაქეები დღესასწაულის მოკრძალებულად აღნიშვნაში ხედავენ ხელისუფლების მცდელობას, წაიშალოს ათათურქის შესახებ მახსოვრობა.