ღაზაში ათასობით პირი შეიჭრა ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში, ფქვილის და ჰიგიენის პროდუქტების წასაღებად - აცხადებს გაეროს სააგენტო 29 ოქტომბერს.
საწყობებში შეჭრა წარმოადგენს "შემაშფოთებელ ნიშანს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი განიცდის კოლაფსს სამი კვირის განმავლობაში მიმდინარე ომის და ღაზის მკაცრი ბლოკადის შემდეგ", - ამბობს ტომას უაითი, გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს (UNRWA) ღაზის განყოფილების დირექტორი. "ხალხი შეშინებული, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილია", - დასძენს ის.
ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადიღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პალესტინელებს შორის მსხვერპლის რიცხვმა გადააჭარბა 8000 ადამიანს. ამავე ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვებია.