ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის დაბომბვის გაგრძელებამ "შესაძლოა, ყველას უბიძგოს" მოქმედებისკენ.
ისრაელი ღაზას ბომბავს მას მერე, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასის" მებრძოლებმა საზღვარი გადაკვეთეს და, ისრაელის თანახმად, მოკლეს 1400 ადამიანი, მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირი.
ირანმა, რომელიც "ჰამასს" ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით უჭერს მხარს, 7 ოქტომბრის თავდასხმას "წარმატება" უწოდა. თუმცა ირანი აცხადებს, რომ თავად ამ მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია.
ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი