28 ოქტომბერს ინტენსიური შეტაკებები გაგრძელდა უკრაინის აღმოსავლეთის ქალაქ ავდეევკის გარშემო, იმ ფონზე, როცა ათობით ქვეყნის წარმომადგენლები მალტაში მართავდნენ შეხვედრას უკრაინის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო წინადადებების გარშემო, კიევმა და მოსკოვმა კი ბრალდებები გაცვალეს შეტევებზე ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებულ ობიექტებთან, ორივე ქვეყანაში.
ბრიტანეთის დაზვერვა თავის ჯერჯერობით ბოლო განცხადებაში ამბობს, რომ მოსკოვმა, როგორც ჩანს, რვამდე ბრიგადის ნაწილები მიავლინა ავდეევკის გარშემო სექტორში და სავარაუდოდ განიცადა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაკარგი 2023 წლის განმავლობაში. მანამდე უკრაინის ლიდერებმა გაავრცელეს ცნობა, რომ კიევის ძალებმა ამ არეალში უკუაგდეს მოსკოვის რამდენიმე შეტევა.
პარალელურად, მოსკოვმა 28 ოქტომბერს უკრაინას ბრალი დასდო მიზანმიმართულ შეტევაში ბირთვული ნარჩენების ობიექტთან, რუსეთის ქალაქ კურსკის სიახლოვეს - მოსკოვის განცხადებით, კიევმა იცოდა, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა მასშტაბური ბირთვული კატასტროფა მოჰყოლოდა.
ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის დრონმა დასავლეთ უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში სავარაუდოდ მიზანში ამოიღო იმ არეალის ბირთვული ელექტროსადგური.
ასევე ნახეთ რა ხდება ავდეევკაში?