რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის ეს მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.
გზის 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან.
ინფრასტურქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს.
ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1 362 მეტრის ხიდი.
საერთო ჯამში, რიკოთის პროექტის ფარგლებში შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი, ამ დროისათვის კი, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება.
ასევე ნახეთ ჩინური ავტობანი საქართველოში: იმედი, შიში და ცვლილებები ასევე ნახეთ საქართველო „შუა დერეფანში“ - ჩინეთსა და ევროპას შორის