ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი 26 ოქტომბერს გაეროში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ ისრაელი არ შეწყვეტს საპასუხო იერიშს "ჰამასის" წინააღმდეგ ღაზის სექტორში, აშშ-ც "არ იქნება დაცული ამ ცეცხლისგან".
ამირ-აბდოლაჰიანი ამ განცხადებებით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ახლო აღმოსავლეთის შესახებ. მისი თქმით, ირანი არ მიესალმება რეგიონში ომის გაფართოებას და მზად არის, "თავისი როლი შეასრულოს" ჰუმანიტარულ ძალისხმევაში.
ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი