გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო აცხადებს, რომ საწვავის დაუყოვნებელი მიწოდების გარეშე, მას მალე მოუწევს მკვეთრად შეამციროს ჰუმანიტარული ოპერაციები ღაზის სექტორში, რომელიც ბლოკადაშია და რომელზეც ისრაელის მხრიდან საჰაერო დარტყმები ხორციელდება მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი კვირის წინ "ჰამასის" მებრძოლებმა ისრაელზე მიიტანეს იერიში.
გაეროს სააგენტოს გაფრთხილების ფონზე, "ჰამასის" მიერ მართულ ღაზაში საავადმყოფოები ცდილობენ მწირი რესურსებით აღმოუჩინონ დახმარება დაჭრილებს. ჯანდაცვის მესვეურები აცხადებენ, რომ მკვეთრად იზრდება მსხვერპლის რიცხვი, ისრაელი განაგრძობს საჰაერო თავდასხმებს ტერიტორიაზე.