გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 24 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დროს ირღვევა საერთაშორისო სამართლი.
მისი თქმით, შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარე არ დგას ამ კანონზე მაღლა. იგი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით.
გაეროს ხელმძღვანელი მიესალმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სამი კოლონის შესვლას, მაგრამ თქვა, რომ ეს საჭირო დახმარების „მხოლოდ წვეთია ოკეანეში“.
საბჭოს სხდომაში მონაწილეობენ წამყვანი დიპლომატები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ადრე უარყოფდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებებს.
ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი