ასაკოვანი ისრაელელი მძევალი, რომელიც რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს დაატყვევა და 23 ოქტომბერს გაათავისუფლა, ჰყვება, რომ თავიდან „ჰამასელები“ მას ურტყამდნენ, მაგრამ შემდგომ კარგად ეპყრობოდნენ.
85 წლის იოხევედ ლივშიცი ორ კვირაზე ხანგრძლივი ტყვეობიდან გათავისუფლებული ორი ქალიდან ერთ-ერთია. რადიკალური დაჯგუფების ტყვეობაში 220-მდე მძევალი რჩება.
ეტლში მჯდომმა ლივშიცმა რეპორტიორებს უთხრა, რომ ღაზაში, გვირაბში ყოფნისას, ის ექიმმა მოინახულა და სრულდებოდა მისი ყველა მოთხოვნა.
„ჰამასმა“ მასთან ერთად გაათავისუფლა და „წითელ ჯარს“ გადასცა 79 წლის ნურიტ კუპერი. მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით მოხდა.
ორივე გათავისუფლებული ქალის ქმრები კვლავ „ჰამასის“ ტყვეობაში რჩებიან.
ისრაელის მხარეს არ დაუდასტურებია მედიის მიერ 24 ოქტომბერს გავრცელებული ცნობები, რომ დაგეგმილი იყო კიდევ 50 მძევლის გათავისუფლება.