რუსეთმა 18 ოქტომბერს ყირიმის ნახევარკუნძულზე რაკეტის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რუსეთის შავი ზღვის, სევასტოპოლის ფლოტის ბაზა.
ოლქის დე ფაქტო გუბერნატორმა განაცხადა, რომ რაკეტა აფეთქდა ველზე და ინციდენტს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
ყირიმი რუსეთმა დაიკავა 2014 წელს. უკრაინა რუსეთის სამხედრო ობიექტებს სულ უფრო ხშირად უშენს ცეცხლს არა მხოლოდ ყირიმში, არამედ სამხრეთის ოლქებში, რომლებიც რუსეთმა დაიკავა 20 თვის წინ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში.
ასევე ნახეთ როგორ და რით შეძლებს (კი) უკრაინა ყირიმის დაბრუნებას? შეიარაღების მიმოხილვა ასევე ნახეთ პუტინი და „ყირიმის ომის“ დაუსწავლელი გაკვეთილები