მსხვერპლი მოჰყვა ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსეთის სარაკეტო დარტყმით ზაპოროჟიეში 2023 წლის მარტში დანგრეული სახლი

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ინფორმაციით, ღამის 2 საათისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე განახორციელეს 6 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქის ცენტრში მდებარე მრავალსართულიან სახლზე.

დაკარგულად ითვლება სულ მცირე 3 ადამიანი. ადგილზე გრძელდება სამაშველო-სამძებრო ოპერაცია.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი, მათ შორის ტერიტორია, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე, კიევის კონტროლქვეშაა.