„სრულიად მიუღებელი“ უწოდა ღაზის სექტორში საავადმყოფოზე თავდასხმას გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა, რომელიც მოითხოვს, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული.
„სიტყვებს ვერ ვპოულობ, დღეს ღამით ქალაქ ღაზის „ალ აჰლი არაბის“ საავადმყოფოზე მასირებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, მათ შორის პაციენტები, მედიცინის მუშაკები და ოჯახის წვერები, რომლებიც თავს აფარებდნენ საავადმყოფოს და მის შემოგარენს. კვლავ ყველაზე დაუცველები... ეს სრულიად მიუღებელია“, - ნათქვამია ფოლკერ ტიურკის განცხადებაში.
საფრანგეთი „გადაჭრით“ გმობს სისხლიან თავდასხმას საავადმყოფოზე ღაზაში, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ: "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ყველასთვის სავალდებულოა და მან უნდა უზრუნველყოფს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა. ღაზის სექტორი დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ჰუმანიტარული ტვირთებისთვის,“ - წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ ისრაელის არმია უარყოფს, რომ კავშირი აქვს ღაზაში საავადმყოფოში აფეთქებასთან, ეგვიპტემ დაგმო თავდასხმაღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, რომელსაც განაგებს „ჰამასი“, აცხადებს, რომ საავადმყოფოში აფეთქების მიზეზი იყო ისრაელის საჰაერო თავდასხმა, რომლის შედეგად დაიღუპა 500-მდე ადამიანი. მათი უმეტესობა თავს აფარებდა საავადმყოფოს ისრაელის ავიაციის დაბომბვისგან თავდასაცავად.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ არ აქვთ კავშირი აფეთქებასთან და რომ აფეთქების მიზეზი იყო პალესტინელების მიერ წარუმატებლად გაშვებული რაკეტა.
ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი