16 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, უკრაინის ფრონტზე 53 სამხედრო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 16 ოქტომბრის საღამოს განაცხადა. შტაბის ინფორმაციით, ოპერატიული მდგომარეობა "რთული რჩება" აღმოსავლეთსა და სამხრეთში.
"კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 12 თავდასხმა სენკოვკასა და ივანოვკის რაიონებში, ხარკოვის რეგიონში და კიდევ ოთხი თავდასხმა - სტელმახოვკასა და ნადეჟდასთან, ლუგანსკის რეგიონში", - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.
უკრაინის სარდლობა ასევე იუწყება რუსული ჯარების სამი თავდასხმის მოგერიების შესახებ ავდეევკის მახლობლად, ბახმუტის მიმართულებით.
"ავდეევკის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი თავდასხმის ოპერაციები ჩაატარა ავიაციის მხარდაჭერით ავდეევკის, პერვომაისკის, დონეცკის რეგიონის სხვა რაიონებში. აქ თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის შვიდი შეტევა... დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 16 შეტევა დონეცკის რეგიონის მარიინკის მიმართულებით", - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
ასევე ნახეთ
რუსული არმია განაგრძობს უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე შეტევასრუსეთის ჯარებმა ავდეევკაზე ინტენსიური შეტევა 10 ოქტომბერს დაიწყეს. 12 ოქტომბერს ISW წერდა, რომ რუსმა სამხედროებმა ავდეევკის გარშემო სხვადასხვა მიმართულებით დაიკავეს 4,52 კმ² ტერიტორია.
რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღებას 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი შეინარჩუნეს. ბოლო დრომდე ამ რაიონში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა.