ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ არის დაინტერესებული თავის ჩრდილოეთ საზღვართან, ლიბანთან ომით.
ეს გალანტმა თქვა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე. „ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ჩრდილოეთში ომით, ჩვენ არ გვსურს ვითარების ესკალაცია“, - განაცხადა მან ვიდეოჩანაწერში, რომელიც მისმა ოფისმა გამოაქვეყნა სამხრეთში მინისტრის მიერ ჯარების მონახულების დროს.
„თუ „ჰეზბოლა“ ომის გზას აირჩევს, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება...მაგრამ თუ თავს შეიკავებს, ჩვენ ვითარებას პატივს ვცემთ და ყველაფერს შევინარჩუნებთ, როგორც ახლა არის, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხრიდან ისვრიან“,- თქვა გალანტმა.
15 ოქტომბერს ლიბანიდან ნასროლ რაკეტას ისრაელში ერთი პირი ემსხვერპლა, რის საპასუხოდაც ისრაელის არმიამ ცეცხლი გახსნა „ჰეზბოლას“ პოზიციების და ცეცხლის წყაროს მიმართულებით, იტყობინებოდა ისრაელის არმია.