აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, 15 ოქტომბერს CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანის ჩარევას ისრაელის და ღაზის ომში.
„უნდა მოვემზადოთ ყველა გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის“, - თქვა მან ინტერვიუში. ისრაელმა ომი გამოუცხადა ღაზის სექტორს და „ჰამასს“ მას მერე, რაც „ჰამასი“ 7 ოქტომბერს შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც 1300 ადამიანი ემსხვერპლა.
მას მერე ისრაელი ბომბავს ღაზის სექტორს, „ჰამასის“ განადგურების მიზნით. ისრაელის ოპერაციას 2300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ირანის დიდი ხანია მხარს უჭერს „ჰამასს“. 15 ოქტომბერს გაეროში ირანის მისიამ განაცხადა, რომ თუ ისრაელის „ომის დანაშაული, გენოციდი არ შეწყდება დაუყოვნებლივ“, სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო შორს მიმავალი შედეგები. ირანი და ისრაელი რეგიონში ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან.
ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი