ლიბანიდან ნასროლ რაკეტას ისრაელში ერთი პირი ემსხვერპლა - ისრაელის არმია

ისრაელის არმიის ტანკი ლიბანის საზღვართან. 14 ოქტომბერი, 2023 წელი

ლიბანიდან ნასროლმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტამ 15 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე, საზღვრის მახლობლად მდებარე დასახლებაში, ერთი პირი მოკლა და რამდენიმე დააშავა, იტყობინება ისრაელის არმია.

„ისრაელის თავდაცვის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და გაანადგურა „ჰეზბოლას“ პოზიციები და ცეცხლის წყარო“, - თქვა არმიის წარმომადგენელმა.

ამავე ცნობით, ცეცხლი გაუხსნეს ასევე ისრაელის საბრძოლო პოზიციას. „მსხვერპლი არ არის. ისრაელის არმიამ ცეცხლით უპასუხა“, - აღნიშნა მან.

რადიკალურმა ისლამისტურმა გაერთიანება „ჰამასმა“ ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა მის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს, რის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ავიაციამ ამის შემდეგ დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბრის დილით გავრცელებული მონაცემების თანახმად, ღაზის სექტორში დაღუპულია 2329 ადამიანი. ისრაელი ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვოს სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და გადაინაცვლოს სამხრეთით, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს. თუ ლიბანიდან თავდასხმები გახშირდა, ეს ისრაელისთვის მეორე ფრონტის გახსნას ნიშნავს.