აშშ-ის 29 მოქალაქე დაიღუპა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად ისრაელში, ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა 14 ოქტომბერს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ აშშ-ის 27 მოქალაქე ემსხვერპლა ძალადობას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-მა იცის 15 მოქალაქის და ერთი მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირის შესახებ, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგული და „მუშაობს დღისა და ღამის განმავლობაში“ მათი ადგილსამყოფლის დასადგენად.
აშშ თანამშრომლობს ისრაელის მთავრობასთან მძევლების კრიზისის ყველა ასპექტზე, მათ შორის დაზვერვის მონაცემების გაზიარებაზე, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.