„ჰამასმა" ისრაელის ქალაქი აშკელონი დაბომბა

სამხრეთ ისრაელში მდებარე ქალაქ აშკელონს 13 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან რაკეტები დაუშინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "Times Of Israel"- ავრცელებს

„ჰამასმა“ მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აშკელონისკენ 150 რაკეტა გაისროლეს. მაშველების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა შენობას მოხვდა, დაზიანებები არ დაფიქსირებულა.

ასევე ნახეთ

„ხანდახან დაბომბვა წყდება, მაგრამ სიჩუმის უფრო მეშინია“, - ქართველი ებრაელი აშკელონიდან
  • 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.
  • პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
  • 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
  • 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.

ასევე ნახეთ

"ნატოელო მეგობრებო, მიიღეთ, რაც გინდოდათ?! " როგორ იყენებს რუსული პროპაგანდა ისრაელის ომს?