პალესტინის რადიკალური დაჯგუფების მიერ ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით გასროლილი კიდევ ერთი რაკეტა სოფელ აბუ-გოშში ახმატ კადიროვის სახელობის მეჩეთს მოხვდა. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
დაბომბვისას, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიჭრა აბუ-გოშში და რამდენიმე - იერუსალიმის სხვა გარეუბანში, ბეითარ-ილიტში.
მეჩეთი აბუ-გოშში 2014 წელს რამზან კადიროვმა გახსნა და მამის სახელი დაარქვა. აბუ-გოშის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ მშენებლობაზე 10 მილიონი დოლარი დახარჯეს, მათ შორის, 6 მილიონი დოლარი ჩეჩნეთის მთავრობისგან იყო მიღებული.
Прямое попадание ракеты террористов ХАМАСа в мечеть имени Ахмата Кадырова под Иерусалимом. pic.twitter.com/BBbbcPYBsx
— Израиль по-русски (@IsraelRussian) October 9, 2023
ისრაელში შაბათ დილით „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაღუპულთა რიცხვმა 800 ადამიანს გადააჭარბა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშების შედეგად რეგიონში 560 ადამიანი დაიღუპა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ჰამასმა" 100-მდე ისრაელელი აიყვანა მძევლად - როგორც ჯარისკაცები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები, ცოცხლებიც და მკვდრებიც.
ისრაელმა განაცხადა, რომ 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს სამხრეთ ისრაელსა და ღაზის სექტორში და ათობით მათგანი ტყვედ აიყვანეს.