ისრაელი აცხადებს, რომ არ აწარმოებს „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს მძევლების თაობაზე

ისრაელის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა არ აწარმოებს არანაირ მოლაპარაკებას „ჰამასთან“ ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლების თაობაზე.

მანამდე საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა „ჰამასის“ წინადადებაზე, რომელშიც ლაპარაკია მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქეების გაცვლის შეთავაზებაზე ისრაელის ციხეებში ტერორიზმის მუხლით მყოფ 36 პალესტინელში.

ამტკიცებდნენ, რომ მოლაპარაკებაში შუამავლის როლში გამოდის კატარი.

ასევე ცნობილია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს, მაგრამ არა ოფიციალურ ისრაელს.

ისრაელში შაბათ დილით „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაღუპულთა რიცხვმა 800 ადამიანს გადააჭარბა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშების შედეგად რეგიონში 560 ადამიანი დაიღუპა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ჰამასმა" 100-მდე ისრაელელი აიყვანა მძევლად - როგორც ჯარისკაცები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები, ცოცხლებიც და მკვდრებიც.

ისრაელმა განაცხადა, რომ 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს სამხრეთ ისრაელსა და ღაზის სექტორში და ათობით მათგანი ტყვედ აიყვანეს.

ასევე ნახეთ

როგორ დაიწყო ისრაელ-ჰამასის ომი – აგიხსნით მარტივად