თალიბანის ცნობით, ავღანეთში მიწისძვრების შედეგად 2 053 ადამიანი დაიღუპა, რიცხვი იზრდება

მიწისძვრამ ავღანეთში ათასობით სიცოცხლე შეიწირა.

ავღანეთში მიწისძვრების შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9 000-ზე მეტი დაშავდა, აცხადებს თალიბანის ადმინისტრაცია. ეს ყველაზე მომაკვდინებელი ბიძგებია ბოლო წლების განმავლობაში მთიან ავღანეთში, სადაც მიწისძვრები ხშირია.

უფრო ზუსტად, კატასტროფების სამინისტროს სპიკერის განცხადებით, დაიღუპა 2 053 ადამიანი, დაშავდა - 9 240 და დაზიანდა ან განადგურდა 1 320 სახლი.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, შაბათს ავღანეთის დასავლეთში დაფიქსირებული ერთ-ერთი მიწისძვრა 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

200-ზე მეტი დაღუპული გადაიყვანეს სხვადასხვა საავადმყოფოში, უთხრა Reuters-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მისი თქმით, უმეტესობა ქალები და ბავშვებია.