საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის თასს ისე გამოეთიშა, ერთი თამაშის მოგებაც ვერ შეძლო. ბორჯღალოსნებს ჯგუფური ეტაპის ბოლო - მეოთხე ტურის წინ უკვე დაკარგული ჰქონდათ პლეი ოფში გასვლის შანსი. დასკვნით შეხვედრაში კი უელსს დაუპირისპირდნენ და დამარცხდნენ, ანგარიშით 19:43.
უელსთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრებმა სამუი თამაში ჩაატარა. აქედან ორი წააგო: ავსტრალიასთან - 15:35, ფიჯისთან - 12:17. პორტუგალიასთან შეხვედრა კი ფრედ დაასრულა - 18:18 და საუკეთესო შემთხვევაში, C ჯგუფში ბოლოსწინა - მეოთხე ადგილს დაიკავებს. შესაბამისად, მსოფლიოს 2027 წლის თასზე მოსახვედრად, შესარჩევი ციკლის გავლა მოუწევს. ფინალური ეტაპის საგზურის ვადაზე ადრე გასანაღდებლად, ჯგუფში სამეულში მოხვედრა იყო აუცილებელი.
ასევე ნახეთ საქართველოს სარაგბო ნაკრები პორტუგალიასთან ფრეს დასჯერდა მსოფლიოს თასზე