კაცმა 14 წლის გოგო მოკლა, რომელთანაც არარეგისტრირებულ “ქორწინებაში” იმყოფებოდა

ფოტოილუსტრაცია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში კაცმა არასრულწლოვანი გოგო მოკლა, რომელთანაც არარეგისტრირებულ “ქორწინებაში” იმყოფებოდა. შემთხვევა 6 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

რადიო თავისუფლებას ადგილობრივი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი ეუბნება, რომ მოკლული 14 წლის იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სათაური შეიცვალა დაზუსტების მიზნით.