ამ ვიდეოში ნათია კობერიძე გვიყვება თავის გზაზე, იმაზე, რატომ არის მენოპაუზაზე ლაპარაკი სირცხვილი, რატომ არის ქალი „უფრო ნაკლები არაქალებთან შედარებით“, ყვება იმაზე, რომ ქალების უმრავლესობას საქართველოში, არათუ მენოპაუზაზე საუბრის ფუფუნება, არამედ ექიმთან წასვლის შესაძლებლობა არ გააჩნია. ყვება მენოპაუზის თანმდევ სტერეოტიპებზეც, რომ თითქოს ამ ეტაპზე მყოფი ქალები სექსუალურ ცხოვრებაზე უარს ამბობენ.
ნათია კობერიძე - მენოპაუზა, მე და ჩემი სხეული
Your browser doesn’t support HTML5
მენოპაუზას მსოფლიოში „ბოლო დიდ ტაბუსაც“ უწოდებენ, რადგან ამ თემაზე ქალებს ლაპარაკი ამ დრომდე უჭირთ. ზოგისთვის ის სირცხვილად მიიჩნევა, ზოგო ფიქრობს, რომ ეს არავის აღელვებს. უამრავი ქალი ამ პერიოდს მარტო, მხარდაჭერის გარეშე გადის.