რუსეთთან გაცვლის შედეგად უკრაინაში დააბრუნეს 64 სამხედროს ცხედარი

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის შემდეგ

ომში დაღუპული 64 უკრაინელი სამხედროს ცხედარი დააბრუნეს რუსეთთან გაცვლის შედეგად, - იტყობინება 6 ოქტომბერს ტყვეებთან მოპყრობის უკრაინის საკოორდინაციო სააგენტო.
Telegram-ით სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ „უკრაინულმა მხარემ შეძლო თავისი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დაებრუნებინა უკრაინის დამცველთა 64 ცხედარი“.
არსებული ცნობით, უკრაინამ რუსეთს დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრების დაუზუსტებელი რაოდენობა გადასცა.
გასულ თვეში უკრაინამ დაიბრუნა 51 დაღუპული სამხედროს ცხედარი. სააგენტოს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ დაბრუნებულია 1900 უკრაინელი სამხედროს ცხედარი.