ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის მიმართულებით განხორციელებული დაბომბვის შედეგად, რომლის სამიზნე აღმოჩნდა სოფელ გროზა-კუპიანსკში მდებარე სასურსათო მაღაზია და კაფე. დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მომხდარს "მიზანმიმართული ტერაქტი" უწოდა.
თუ დაღუპულთა რაოდენობა დადასტურდება, ეს იქნება მსხვერპლის თვალსაზრისით ერთ-ერთი დიდი თავდასხმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის განმავლობაში.
რუს სამხედროებს დაბომბვის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ასევე ნახეთ რუსეთის რა ჩანაფიქრი დგას ხარკოვის დაბომბვის უკან?