უზბეკმა მომღერალმა ლოლა იულდაშევამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საქართველოში თავისი მოგზაურობის ამსახველი ვიდეო. მომღერალი ჩივის, რომ თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში „უხეშად მოეპყრნენ, რუსულად ლაპარაკის გამო.
„გთხოვთ გაითვალისწინეთ ეს, როცა საქართველოში ჩახვალთ, ფრთხილად იყავით რუსულად საუბრისას, რადგან აქ რუსებისა და რუსული საუბრისადმი სრული მიუღებლობაა. ეს წინასწარ ვიცოდით და ვითვალისწინებდით. პირადად მე მესმის ამ ხალხის გრძნობები, ისინი სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და აქვთ ამის უფლება. ჩვენ ვცდილობთ, ძირითადად უზბეკურად ან ინგლისურად ვისაუბროთ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანურობის ფარგლებს სცდება“, - უზიარებს თავის მოსაზრებას მომღერალი გამომწერებს.
ასევე ნახეთ „არის კანონი და არის რეალობა“ - რუსული ქალაქი ბათუმშიმომღერლის თქმით, გამყიდველი არ მოემსახურა მას შემდეგ, რაც ლოლასა და მის მეგობრებს შორის რუსულად საუბარი მოისმინა და „უხეშად მოექცა“.
უკრაინის ომის კონტექსტში საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ არაერთი აქცია მოეწყო, იხსენებს რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური (რადიო ოზოდლიკი).
მომღერალი ლოლა იულდაშევა უკანასკნელ წლებში რუსეთში ცხოვრობდა და საქმიანობდა ფსევდონიმით "მაია". თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 2022 წლის მაისში მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოაცხადა, რომ უზბეკეთში ბრუნდება.