2030 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში ერთდროულად სამ ქვეყანაში გაიმართება

საილუსტრაციო ფოტო: მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალური მატჩი არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებ გუნდებს შორის. კატარი, 18 დეკემბერი, 2022.

FIFA-მ გამოაცხადა, სად გაიმართება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. პირველობას უმასპინძლებს სამი მეზობელი ქვეყანა: ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო. მათ ერთად შეიტანეს განაცხადი ჩემპიონატის ჩატარებაზე.

ამასთან, ჩემპიონატი გაიხსნება ლათინურ ამერიკაში: პირველი სამი მატჩი შედგება ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში. FIFA ამგვარად აღნიშნავს ჩემპიონატის ასი წლისთავს. იგი პირველად 1930 წელს გაიმართა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში.

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ საიუბილეო ჩემპიონატის გამართვამ ექვს ქვეყანაში, სამ კონტინენტზე - ევროპაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში - უნდა „უნიკალური კვალი დატოვოს და მთელი მსოფლიო გააერთიანოს ამ მოვლენის გარშემო“.

ჩემპიონატი 2030 წლის ივნის-ივლისში გაიმართება. 104 მატჩში იასპარეზებენ 48 ქვეყნის ნაკრები გუნდები.