უკრაინის უშიშროების სამსახური(SBU) აცხადებს, რომ სამხრეთის რეგიონში, ნიკოლაევში, მასშტაბური საგანგებო ოპერაციის შედეგად "გააუვნებლა" რუსეთის სადაზვერვო ქსელი.
"[ქსელი] მოიცავდა 13 ადგილობრივ მცხოვრებს, რომლებიც [რუსეთის] ეფესბესთვის მუშაობდნენ", - წერს უკრაინის უშიშროება 3 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
SBU-ს თქმით, ქსელის წევრები აგროვებდნენ მონაცემებს ნიკოლაევში უკრაინის ძალების ბაზების ადგილმდებარეობასა და გადაადგილებაზე და ეხმარებოდნენ რუსეთის საჰაერო ძალებს ქალაქ ნიკოლაევზე მიტანილ იერიშებში - მათ შორის შეტევაში, რომელსაც შარშან შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ბავშვი შეეწირა.
SBU-ს მიერ გამოთქმული ბრალდებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.