მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე დაუშვა აკრძალული პარტია "შორის" წევრები

სამშაბათს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა, რომ ნოემბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ პარტია „შორის“ ყოფილ წევრებს. პარტია იმავე სასამართლომ რამდენიმე თვის წინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მას შემდეგ ის დაშლილად მიიჩნეოდა.

ნებართვა გაიცა „შორის“ რამდენიმე წევრის საჩივრის შემდეგ. პარტიას ხელმძღვანელობდა დევნილობაში მყოფი ბიზნესმენი ილან შორი.

ასევე ნახეთ მოლდოვის პარლამენტმა პრორუსული პარტიის ლიდერებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიის ლიდერებს ხუთი წლით აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოლდოვის მთავრობამ. დღევანდელი ხელისუფლება და დასავლელი პოლიტიკოსები „შორს“ ადანაშაულებენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში და პარტიას პრორუსულს უწოდებენ. მისი აკრძალვა დაკავშირებულია მოსკოვის გავლენის შემცირების სურვილთან. თავად „შორის“ წარმომადგენლებმა ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.