ფიზიკაში ნობელის პრემია გაიცა მატერიაში ელექტრონების დინამიკის შესწავლის ექსპერიმენტული მეთოდებისთვის

ფიზიკის დარგში 2023 წლის ნობელის პრემია მიიღეს (მარცხნიდან): პიერ აგოსტინიმ, ფერენც კრაუშმა და ან ლ'ულიემ.

ფიზიკაში 2023 წლის ნობელის პრემია გაიცა მატერიაში ელექტრონების დინამიკის შესწავლის ექსპერიმენტული მეთოდებისთვის. ამის შესახებ ნობელის კომიტეტმა განაცხადა.

ჯილდო მიიღეს მეცნიერებმა პიერ აგოსტინიმ, ფერენც კრაუშმა და ან ლ'ულიემ, შესაბამისად, აშშ-ის, გერმანიისა და შვედეთის უნივერსიტეტებიდან.

ლაურეატების ექსპერიმენტებმა შესაძლებელი გახადა სინათლის უკიდურესად მოკლე იმპულსების მიღება, რომლებიც იზომება ატოწამებით - წამზე კვინტილიონჯერ (ამ რიცხვში თვრამეტი ნულია) მცირე ერთეულით, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალიან სწრაფი პროცესების გასაზომად. ისეთებისა, როგორიცაა ელექტრონების გადაადგილება ან მათი ენერგიის ცვლილება.

ასევე ნახეთ მედიცინაში ნობელის პრემია მიენიჭათ კატალინ კარიკოს და დრიუ ვაისმანს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის

გუშინ, 2 ოქტომბერს, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში მიენიჭათ მეცნიერებს აღმოჩენისთვის, რომელმაც ხელი შეუწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას.

ნობელის პრემიის ლაურეატები იღებენ ოქროს მედალს, სახელობით დიპლომს და ფულად პრემიას. წელს ის 11 მილიონი შვედური კრონაა, ანუ დაახლოებით 994 ათასი აშშ დოლარი. ჯილდო შეიძლება გაინაწილოს სამამდე ადამიანმა, ხოლო მშვიდობის დარგში პრიზი შეიძლება გადაეცეს ჯგუფებს.