მედიცინაში ნობელის პრემია მიენიჭათ კატალინ კარიკოს და დრიუ ვაისმანს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ კატალინ კარიკოს და დრიუ ვაისმანს

2 ოქტომბერს მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ კატალინ კარიკოს და დრიუ ვაისმანს, აღმოჩენებისთვის, რომლებმაც შესაძლებელი გახადა mRNA-ის ტიპის ეფექტიანი ვაქცინების შემუშავება COVID-19-ის წინააღმდეგ.

ნობელის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა სამეცნიერო სამყაროში და მას შვედეთის კაროლინსკას სამედიცინო ინსტიტუტი გასცემს. პრემია 1 მილიონამდე დოლარის ოდენობის თანხას მოიცავს.

კარიკო პროფესორია სცეგედის უნივერსიტეტში, უნგრეთში და ასევე მუშაობს პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც ვაისმანთან ერთად ატარებდა კვლევას ვაქცინებზე.

მედიცინის დარგში პრემიის გაცემით გაიხსნა ნობელის პრემიათა წლევანდელი სეზონი.