რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმში ორი რაკეტა ჩამოაგდეს

რაკეტების ფრაგმენტები ანექსირებულ ყირიმში ჯანკოის რაიონის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია „გრომ-2“-ი კლასის ორი 2 რაკეტის ჩამოგდების შესახებ. მათი ფრაგმენტები ანექსირებულ ყირიმში ჯანკოის რაიონის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ანექსირებული ყირიმის რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა განაცხადა, რომ რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა საცავები. მისივე თქმით, მსხვერპლი არ არის.

  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 2014 წელს ანექსირებულ ყირიმზე არაერთხელ განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ აქვთ სრული უფლება გაანადგურონ რუსეთის სამხედრო სამიზნეები ანექსირებულ ყირიმში.