ყაზახეთში რუს კომიკოს მაქსიმ გალკინის ყველა საკონცერტო პროგრამა გაუქმდა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე გალკინი აგენტების რეესტრში 2022 წელს შეიყვანა.

ყაზახეთში გაუქმდა რუს კომიკოს მაქსიმ გალკინის ყველა კონცერტები. გამოცემა Novaya Gazeta Europe-ის თანახმად, ტექნიკური პრობლემები მოულოდნელად გაჩნდა ყველა ყაზახურ საკონცერტო სივრცეში, სადაც არტისტის უნდა გამოსულიყო. ასტანაში ცენტრალური საკონცერტო დარბაზ "ყაზახეთის" მენეჯმენტმა 30 სექტემბერს წყალმომარაგების შესაკეთებლად, ტექნიკური სამუშაოების დაწყება გამოაცხადა. ხოლო 1 ოქტომბერს ალმატის „რესპუბლიკის“ სასახლეში სცენის ავარიის შესახებ განაცხადეს.

გალკინს კონცერტები ასტანაში 8 ოქტომბერს, ხოლო ალმათიში 9 ოქტომბერს უნდა გაემართა.

მანამდე გალკინმა უკვე განაცხადა, რომ ყაზახეთში მისი კონცერტების ჩატარებას "სახელმწიფო დონეზე", მისი აზრით, „გამოგონილი“ საბაბით უშლიან ხელს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაქსიმ გალკინმა საჯაროდ დაგმო რუსეთის აგრესია, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თავის კონცერტებზე. ამის შემდეგ, ფედერალურმა ტელეარხებმა შეაჩერეს მისი საავტორო გადაცემა "ამაღამ" და უარი თქვეს მისი მონაწილეობით შექმნილ რეკლამებზე. ამის გამო არტისტმა დატოვა რუსეთი.

  • 2022 წლის სექტემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმ გალკინი "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შოუმენი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ფულს უკრაინიდან იღებს.
  • ბოლო ხანს ყაზახეთში ასევე გაუქმდა იმ რუსი არტისტების კონცერტები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში. მათ შორის აღმოჩნდნენ ესტრადის მომღერლები: ლარისა დოლინას, პოლინა გაგარინა, გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე).

ასევე ნახეთ

ყაზახეთში გაუქმდა გრიგორი ლეპსის კონცერტი, მომღერლის მიერ ომის მხარდაჭერის გამო