სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს სერბეთის სამი მოქალაქე. სუსის თანახმად, ისინი ჯგუფ "კანვასის" წევრები არიან. როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისინი დროებით საქართველოში იმყოფებოდნენ. თუმცა უცნობია, სერბეთის მოქალაქეები გამოძიების ფარგლებში დაბარების გამო არიან საქართველოში, თუ სხვა მიზეზით. მათი გამოკითხვა 15:00 საათზეა დაგეგმილი.
"კანვას საქართველოს" დირექტორმა გიორგი მელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ და მედიიდან შეიტყო სერბეთის მოქალაქეების გამოკითხვის შესახებ.
სუსმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.
"არეულობის გეგმის ავტორებად" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები - მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ "იდიოტობა" და "სრული ბოდვა" უწოდეს სუსის განცხადებას.
ასევე ნახეთ ყურადღების გადატანა? - სუსი შემოდგომის „შეთქმულებასა“ და „მაიდნის სცენარზე“ იწყებს საუბარსპრორუსულმა პარტია „კონსერვატიული მოძრაობამ“ „მაიდანის სცენარზე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „ანტიმაიდანი“ დააანონსა, ხალხის ინფორმირების მიზნით რეგიონებში შეხვედრები დაგეგმა და ფულადი სახსრების შეგროვება დაიწყო.
ასევე ნახეთ „მაიდანის სცენარზე“ სუსის განცხადების შემდეგ „ალტ-ინფო“ „ანტიმაიდანს“ აანონსებს