საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე ამბობს, რომ ის არის ბიზნესმენი. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა ფარცხალაძე სანქცირებულთა შორის.
"მინდა გაკვირვება გამოვხატო, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება. ჩემთვის გაუგებარია. ღიად ვამბობ ჩემს აზრს. ნათქვამია, ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი...
არასოდეს არ მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ აშშ-ის არცერთ სამსახურს. მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში, ჩვენ ვიცოდით, რომ ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა. ისიც ვიცით, რომ ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე. მე მგონი, ეს დასამალი არ არის. რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე?! კაცი წასულია 10 წელია ხელისუფლებიდან, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო [რუსეთის] პასპორტი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მისთვის და არცერთი სახელმწიფო უწყებისთვის არ არის ცნობილი, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა.
"ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. ყველა ეს ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის გამყიდველი და მოღალატე.
ჩემთვის და სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი", - აღნიშნა მან.
ასევე ნახეთ ბინები, მიწები, ეკლესია - რა ქონებას ფლობენ ფარცხალაძის ცოლი, შვილი და რა დარჩა მას?14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო ოთარ ფარცხალაძეს "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა და იგივე წესები გავრცელდა საქართველოს საბანკო სექტორზეც.
ასევე ნახეთ აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არგუმენტები.
ასევე ნახეთ კობახიძე არაკონსტიტუციურს უწოდებს ფარცხალაძისთვის ქართულ ბანკებში ანგარიშების გაყინვასეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების შემდეგ, 20 სექტემბერს, თანამდებობიდან გადადგნენ ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ეროვნულ ბანკში თურნავას წარდგენის გამო ბოდიშს იხდის და მას გადადგომისკენ მოუწოდებს