წელს ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის ფართობი მილიონი კმ²-ით შემცირდა

აისბერგის დნობა. ფოტო: Shutterstock.

2023 წელს ანტარქტიდაში ზამთრის ზღვის ყინულის ფართობი 1986 წელს დაფიქსირებულ სარეკორდო მინიმუმზე ერთი მილიონი კვადრატული კილომეტრით ნაკლებია.

სექტემბერში ანტარქტიდის ზღვის ყინულის ფართობი აღწევს მაქსიმუმს - საშუალოდ 18,71 მილიონ კვადრატულ კილომეტრს. წელს 10 სექტემბერს ზღვის ყინულმა მიაღწია 16,96 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, რის შემდეგაც დაიწყო კლება, ნათქვამია აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის კვლევაში.

მეცნიერები ყინულის გაქრობას უკავშირებენ ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორიცაა „ელ ნინიო“ - წყნარი ოკეანის ეკვატორული წყლების ტემპერატურის მატება, რომლის შედეგებს ამძიმებს კლიმატის ანთროპოგენური ცვლილება. ყინულის ფართომასშტაბიან დნობას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს გლობალური კლიმატისა და ზღვის დონისთვის.

ზღვის ყინულის შემცირების გამო ოკეანის ტალღები შემოდის ანტარქტიდის სანაპიროზე და ამცირებს მის ყინულის შელფს. კონტინენტური ყინულის დნობა თავის მხრივ იწვევს ზღვის დონის აწევას, სანაპიროზე დატბორვის რისკს და ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლის მოსპობას.

ანტარქტიდა დედამიწის ერთ-ერთი ის რეგიონია, რომელიც ყველაზე სწრაფად თბება. პალეოეკოლოგების კვლევების თანახმად, მასზე მყინვარები უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ნებისმიერ დროს 5,5 ათასი წლის განმავლობაში.

2023 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო დაკვირვებების ისტორიაში: ტემპერატურის რეკორდები ერთიმეორის მიყოლებით იხსნებოდა.