თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისთან ახლოს, სოფელ ნორიოსთან, მოხდა 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც იგრძნო.

ასევე ნახეთ გაუძლებს თბილისი მიწისძვრას?

საქართველოში მიწისძვრა 09:21 საათზეც განმეორდა. წინასწარი მონაცემებით, 3 მაგნიტუდის მიწისძვრა ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანში, იყო.