რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 23 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმა, ისევე, როგორც გაეროს წინადადება განახლდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, "არარეალისტურია".
"ეს სრულიად მიუღწეველია" - თქვა ლავროვმა კიევის 10-პუნქტიან გეგმაზე. "ეს არაა რეალისტური. ... მაგრამ, ამავე დროს, ისინი ამბობენ, რომ ესაა ერთადერთი საფუძველი მოლაპარაკებებისთვის".
გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა დასძინა, რომ მოსკოვი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გავიდა იმიტომ, რომ არ შესრულდა მასთან დაკავშირებული დაპირებები, მათ შორის რუსეთის ერთ-ერთი ბანკისთვის სანქციების მოხსნა და დაბრუნება გლობალურ SWIFT-ის სისტემაში.