აშშ-ის დემოკრატი სენატორი, გერი პიტერსი, რომელიც ხელმძღვანელობდა დელეგაციას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან, 23 სექტემბერს გამოვიდა მოწოდებით საერთაშორისო დამკვირვებლები გაიგზავნონ მთიან ყარაბაღში - ძირითადად ერთნიკური სომხებით დასახლებულ სეპარატისტულ რეგიონში, რომელზეც ბაქომ კონტროლი დაამყარა მიმდინარე კვირაში ჩატარებული სწრაფი სამხედრო ოპერაციით.
"ნამდვილად ძალიან შეშფოთებული ვარ მთიან ყარაბაღში ამჟამად შექმნილი ვითარებით. ვფიქრობ, საჭიროა გარკვეული სიცხადე გაჩნდეს" - უთხრა პიტერსმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის საელჩოს თქმით, დელეგაციის წევრები შეხვდებიან პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და სხვა ოფიციალურ პირებს, "რათა განიხილონ აშშ-სომხეთის ურთიერთობები და შედეგები, რომლებიც მოჰყვა აზერბაიჯანის მხრიდან ახლახან განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობისთვის".
აშშ-ში დიდი სომხური დიასპორა ცხოვრობს, რომელიც ერევანს უჭერს მხარს. კონგრესის წევრების ვიზიტისას ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, მისი მმართველობის საწინააღმდეგო ახალი გამოსვლების ფონზე.