თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.
ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი თეთრი სახლის შესასვლელთან მიესალმნენ ვოლოდიმირ ზელენსკის და მის მეუღლე, ელენას.
ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკების დროს, სავარაუდოდ, ძირითადი ყურადღება გამახვილდება რუსეთის ომზე უკრაინასთან და იმ დახმარებაზე, რომელსაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უწევენ კიევს.
მისალმების გარდა, დასავლეთის სააგენტოებმა ოვალურ კაბინეტში ორ პრეზიდენტს შორის საუბრის დაწყების კადრებიც გაავრცელეს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს დახმარებისთვის ომში, რომელსაც უწოდა "რუსული ტერორი." აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეეძლება მიაღწიოს იმას, რომ მსოფლიომ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა.
რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ თანახმად, ბაიდენი გეგმავს ხუთშაბათს გამოაცხადოს უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება. ამასთან, როგორც CNN-ის, ისე გამოცემა Politico-ს წყაროთა ცნობით, დახმარების ახალ პაკეტში კვლავ არ იქნება შორ, დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე, მოქმედი სარაკეტო კომპლექსები (ATACMS), რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია, ითხოვს.
ასევე ნახეთ
თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ - უთქვამს ზელენსკის აშშ-ში