საქართველოს და პერუს უვიზო მიმოსვლა ექნებათ

საილუსტრაციო ფოტო. პერუს დედაქალაქი ლიმა, ხედი წყნარ ოკეანეზე

საქართველომ და პერუს რესპუბლიკამ გააფორმეს შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს 18 სექტემბერს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი საქართველოს და პერუს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ილია დარჩიაშვილმა და ანა სესილია გერვასმა. მათი შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანასთან.

17-18 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში შეხვდა გერმანიის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც, ანალენა ბერბოკს და ლუმინიცა ოდობესკუს და ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდტს.