უკრაინაში ბაზირებული „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში, დაიღუპა მე-4 ჯგუფის მეთაური ზაქრო შუბითიძე.
„ყველაზე კეთილი ადამიანი, ვინც შემხვედრია ამ ომის მანძილზე!" - წერს მამულაშვილი.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.
ასევე ნახეთ: უკრაინაში 2022-2023 წლებში დაღუპული ქართველი მებრძოლები