17 სექტემბერს უკრაინელმა სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი კლიშჩიივკა დონეცკის ოლქში.
სოფელი მდებარეობს რუსეთის არმიის ხელში მყოფი ბახმუტის სამხრეთით.
მძაფრი ბრძოლები კლიშჩიივკისთვის რამდენიმე თვე გრძელდებოდა. სოფელი თითქმის მთლიანად დანგრეულია.
სოფლის განთავისუფლების ცნობა 17 სექტემბერს დილით გავრცელდა. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების პრესმდივანმა, კაპიტანმა ილმა ევლაშმა „უკრაინსკაია პრავდასთან საუბარში და ასევე - პოლიციის ბრიგადა „ლიუტმა“.
გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანან უკრაინელი ჯარისკაცები სოფელში.
კლიშჩიივკაში უკრაინელი სამხედროების ფოტო გამოაქვეყნა ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა, ფაქტი ახსენა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კლიშჩიივკა მეორე დასახლებული პუნქტია, რომელიც უკრაინის არმიამ გაათავისუფლა. ამ კვირაში გაათავისუფლეს ასევე სოფელი ანდრეევკა, რომელიც კლიშჩიივკასთან მდებარეობს.